top of page

ანსამბლის ისტორია

ანსამბლის სახელწოდება «ენგური» უკავშირდება მდინარის სახელს დასავლეთ საქართველოში. თავისი ჯადოსნური სილამაზით და განუმეორებელი ტემპერემენტით, სიწმინდითა და მადლით, ის სიცოცხლეს მატებს მნახველს. 

ანსამბლის თითოეული წევრი თავდაუზოგავად ცდილობს შეესაბამებოდეს სწორედ ამ თვისებებს,  

მთელი ენერგიით გამოავლინოს ის გრძნობები რაც მშობლიური მელოდიების აჟღერებისას იფრქვევა.

ჩვენი ანსამბლის ბირთვი, მისი პირველი შემადგენლობა ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ

ადრეულ ასაკში, 15 წლის უკან.

ახალგაზრდები ცეცხლოვან ცეკვებს ასეთი  შემართებით არა მხოლოდ ხანგრძლივი რეპეტიციების შედეგად ასრულებენ, არამედ თითოეული მათგანი სულიერად გრძნობს თავის პარტნიორს, ცდილობს მაქსიმალურად ჩააქსოვოს და  გამოავლინოს თავის მოძრაობებში საკუთარი შესაძლებლობები და ვნება მაყურებლის გასახარებლად.

ანსამბლმა დამოუკიდებელი მოღვაწეობა დაიწყო2018 წელს  და ხალხური ცეკვის ანსამბლებს შორის დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი.

ანსამბლ „ენგურის“ სამხატვრო ხელმძღვანელი

Руководитель ансамбля
მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი ბევრად უფრო ძლიერები და მოქნილები არიან მოძრაობებში, ვიდრე მათ ჰქონიათ. სწორედ ამ რწმენით და შემართებით ვხელმძღვსნელობ ყოველი მეცადინეობის დროს და ვგრძნობ, რომ მათ სჯერათ ჩემი.

ჭელიძე ნიკა თეიმურაზის ძე

  • Instagram
  • VK
  • Whatsapp
  • Телеграмма

დღეისთვის  გახსნილია 4 ფილიალი:

 

- 2018 წლიდან ფუნქციონირებს ანსამბლ „ენგურის“  ბავშვთა ჯგუფის ფილიალი შემდეგ მისამართზე:

მალაია სემენოვსკაიას ქუჩა, 5 კორპუსი 1, 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

 

- 2018 წლიდან გახსნილია ანსამბლის ზრდასრულთა ჯგუფის ფილიალი შემდეგ მისამართზე:

მოსკოვი, მალაია სემენოვსკაიას ქუჩა, 5 კორპუსი 1 და მოსკოვი, შჩელკოვსკოეს გზატკეცილი, 3 კორპუსი 1

16 წლიდან ახალგახრდებისთვის.

 

- 2024 წლიდან გახსნილია ანსამბლ „ენგურის“  ბავშვთა ჯგუფის ფილიალი შემდეგ მისამართზე:

 ბალაშიხა, რეუტოვსკაიას ქუჩა, 21, 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
 

- 2025 წლიდან გახსნილია ანსამბლ „ენგურის“  მოყვარულთა ჯგუფის ფილიალი შემდეგ მისამართზე:

მოსკოვი, შჩელკოვსკოეს გზატკეცილი, 3 კორპუსი 1,16 წლიდან ახალგახრდებისთვის.

Руководитель ансамбля
ნისლიანი მთები
Туманные горы
  • Whatsapp
  • Телеграмма

© Ensemble INGURI, 2020. ყველა უფლება დაცულია.

bottom of page